---
title: "მუხლი 30. ენის მეცნიერების სფეროში გამოყენება — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/30"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ენის მეცნიერების სფეროში გამოყენება — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/30

1. ქართულენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო (სამეცნიერო) დაწესებულებაში აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და მისი საჯაროდ დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. სახელმწიფო სამეცნიერო დაწესებულებაში მეცნიერული კვლევის შედეგები, როგორც წესი, ფორმდება და ვრცელდება სახელმწიფო ენაზე.

3. საქართველოს ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევის შედეგების არასახელმწიფო ენაზე გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა ახლდეს რეზიუმე სახელმწიფო ენაზე.

4. ტექნიკურ დოკუმენტაციაში, აგრეთვე საქმისწარმოებაში გამოიყენება ერთიანი ტერმინოლოგია. ტერმინოლოგიის დადგენისა და გამოყენების ნორმებს განსაზღვრავს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/31.md
