---
title: "მუხლი 31. ენის ინფორმატიკის სფეროში გამოყენება — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/31"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ენის ინფორმატიკის სფეროში გამოყენება — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/31

1. სახელმწიფო ხელს უწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვან გამოყენებას.

2. კომპიუტერული (ელექტრონული) ტექნიკა, რომელსაც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები იყენებენ, ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/32.md
