---
title: "მუხლი 33. სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/33"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/33

ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნასთან პირის  შესაბამისობა დასტურდება:
ა) სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტით;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტით;
გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარების მოწმობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/34.md
