---
title: "მუხლი 39. სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირები — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/39"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებელი პირები — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/39

1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებულ სფეროში სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის.

2. მომსახურების სფეროს დაწესებულება და ორგანიზაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული არიან, აანაზღაურონ ამ სფეროს შესაბამისი თანამდებობის პირის ან რიგითი მუშაკის მიერ სახელმწიფოსათვის ან ფიზიკური პირისათვის ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანი.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი XII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/40.md
