---
title: "მუხლი 4. სახელმწიფო ენის სტატუსი — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/4"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სახელმწიფო ენის სტატუსი — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/4

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური.

2. სახელმწიფო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას.

3. სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენათა და კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის ორგანული კანონი №966 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/5.md
