---
title: "მუხლი 40. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/40"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/40

1. 2016 წლის 1 თებერვლამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. 2016 წლის 14 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს:
ა) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები;
გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/41.md
