---
title: "მუხლი 6. სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების გამოყენების გარანტიები — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/6"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების გამოყენების გარანტიები — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/6

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისათვის სათანადო პირობების შექმნას.

2. საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინფორმაცია არასახელმწიფო ენაზეა დაცული.

3.საჯარო მოსამსახურე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილია სამსახურებრივი ინფორმაციით სახელმწიფო ენაზე.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა.

5. სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის მიერ სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობის შექმნას.

6. არასახელმწიფო ენის გამოყენება თავისუფალია, თუ ამით არ იზღუდება სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/7.md
