---
title: "მუხლი 8. სახელმწიფო საგარეო ენობრივი პოლიტიკის პრინციპები — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/8"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სახელმწიფო საგარეო ენობრივი პოლიტიკის პრინციპები — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/8

საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ხელს უწყობს:
ა) საქართველოს ფარგლების გარეთ სახელმწიფო ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას;
ბ) ქართველოლოგიური და აფხაზოლოგიური კვლევების გაღრმავებას;
გ) სათანადო სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გავრცელებას, სამეცნიერო ფორუმებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას.
თავი II
სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/9.md
