---
title: "მუხლი 9. საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში — სახელმწიფო ენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/9"
law: "სახელმწიფო ენის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 2931198"
adopted: "2015-07-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში — სახელმწიფო ენის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ენის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/9

1. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2931198-sakhelmwipo-enis-shesakheb/10.md
