---
title: "მუხლი 1 — „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/2946318-nagavsaqrelis-mowqobis-operirebis-dakhurvisa-da-shemdgomi-movlis-shesa/1"
law: "„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე"
article: "1"
identifier: "421"
adopted: "2015-08-11"
consolidated_as_of: "2025-08-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2025-08-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 1 (consolidated as of 2025-08-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2946318-nagavsaqrelis-mowqobis-operirebis-dakhurvisa-da-shemdgomi-movlis-shesa/1

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე:

1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებულმა ნაგავსაყრელებმა, რომლებსაც არ აქვთ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა, მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში,  უზრუნველყონ ნაგავსაყრელების ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმის წარდგენა   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ამ ტექნიკური რეგლამენტის VI თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის  №416 დადგენილება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28  ივლისის  დადგენილება №367 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2946318-nagavsaqrelis-mowqobis-operirebis-dakhurvisa-da-shemdgomi-movlis-shesa/2.md
