---
title: "მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები — საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/4"
law: "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 29470"
adopted: "2005-05-13"
consolidated_as_of: "2009-07-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები — საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2009-07-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2009-07-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/4

1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები არიან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანო, თუ მის მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა აღემატება 50 ლარს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/5.md
