---
title: "მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა — საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/6"
law: "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 29470"
adopted: "2005-05-13"
consolidated_as_of: "2009-07-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა — საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2009-07-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2009-07-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/6

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს: ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს; ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს; გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს; დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს; ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს; ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/7.md
