---
title: "მუხლი 8. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი — საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/8"
law: "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 29470"
adopted: "2005-05-13"
consolidated_as_of: "2009-07-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი — საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2009-07-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2009-07-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/8

1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საჯარო დაწესებულების სალაროში ან/და საბანკო დაწესებულების მეშვეობით როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით. ამასთანავე, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.

2. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის №1540-სსმI, 03.08.2009წ., №21 , მუხ.123

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29470-sajaro-inpormatsiis-aslis-gadaghebis-mosakreblis-shesakheb/9.md
