---
title: "მუხლი 50¹. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/50-1"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "50^1"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50¹. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 50¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/50-1

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის არსებობისას, კომისიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკურსის გამოცხადების და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგად.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების შესახებ, თუ არსებობს: ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსი; ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება სხვა პირს, გარდა ამ კანონის 52 1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. ამ შემთხვევაში კომისია კონკურსს ატარებს ამავე კანონის 52 1 მუხლით დადგენილი წესით.

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს კომისია ანიჭებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდს ლიცენზიის მოქმედების ვადით. საქართველოს 201 4 წლის 20 თებერვლის კანონი №2039 - ვებგვერდი, 27.02.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3693 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/51.md
