---
title: "მუხლი 56. ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/56"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "56"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/56

1. საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები, რომლებიც საქმიანობენ ადგილობრივი დაშვების ქსელის საშუალებებით ბოლო მომხმარებლებისთვის ციფრული მაუწყებლობის მიწოდების სფეროში, ვალდებული არიან იმგვარად უზრუნველყონ თავიანთი ქსელებისა და ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, რომ შეძლონ ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების გადაცემა და პროგრამების განაწილება (დისტრიბუცია).

2. ციფრული მაუწყებლობის მიმწოდებელი ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების ბოლო მომხმარებლისთვის ტრანზიტულად განაწილებას (დისტრიბუციას), ვალდებულია სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ქსელის ტექნიკური საშუალებების მახასიათებლები და ფართოფორმატიანი სატელევიზიო პროგრამების ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდება ფორმატის შენარჩუნებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/57.md
