---
title: "მუხლი 58. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სტანდარტები — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/58"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "58"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სტანდარტები — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/58

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები შეესაბამება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/59.md
