---
title: "მუხლი 65. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/65"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "65"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/65

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს კომისიის: ა) 2000 წლის 1 სექტემბრის დადგენილება „კავშირგაბმულობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) 2001 წლის 10 ივლისის დადგენილება „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; გ) 2002 წლის 20 დეკემბრის დადგენილება „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.

2. ამ კანონის შესაბამისად კომისიის მიერ ნორმატიული აქტის მიღებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც აწესრიგებს კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ურთიერთობებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/64-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/66.md
