---
title: "მუხლი 8³. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-3"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "8^3"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8³. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 8³ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-3

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3929 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/625,640 - ვებგვერდი, 22.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №480 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-4.md
