---
title: "მუხლი 4. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი — საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29824-saarsebo-minimumis-gaangarishebis-wesis-shesakheb/4"
law: "საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 29824"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი — საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29824-saarsebo-minimumis-gaangarishebis-wesis-shesakheb/4

1. საარსებო მინიმუმი გაიანგარიშება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე (შესყიდვის) საშუალო ფასების მიხედვი
თ. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.

2. საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29824-saarsebo-minimumis-gaangarishebis-wesis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29824-saarsebo-minimumis-gaangarishebis-wesis-shesakheb/5.md
