---
title: "მუხლი 11⁹. დაინტერესებული პირის ვალდებულება ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე მიმოქცევის პერიოდში — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-9"
law: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
article: "11^9"
identifier: "659"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11⁹. დაინტერესებული პირის ვალდებულება ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე მიმოქცევის პერიოდში — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, მუხლი 11⁹ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-9

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე მიმოქცევის პერიოდში შეინახოს : ა ) სერიის ხარისხის სერტიფიკატი ; ბ ) ფარმაცევტული პროდუქტის სერიის ნომერი .

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაცია ინახება დაინტერესებულ პირთან ფარმაცევტული პროდუქტის მის მიერ ფლობის პერიოდში .

3. ფარმაცევტული პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთვის პასუხისმგებელია ის პირი , რომელიც უშუალოდ ფლობს ფარმაცევტულ პროდუქტს მის რეალიზაციამდე . საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/12.md
