---
title: "მუხლი 11. შერჩევითი კონტროლი — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11"
law: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "659"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. შერჩევითი კონტროლი — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11

1. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი .

2. შერჩევითი კონტროლის დროს სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობისათვის დადგენილი წესებისა და შენახვის პირობების დაცვის მდგომარეობა .

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია შერჩევითი კონტროლის მიზნით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდოს ფარმაცევტული პროდუქტი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად .

4. რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის სახელმძღვანელოს ( ტექნიკურ რეგლამენტებს , გზამკვლევებს ( გაიდლაინებს ) , რომლებიც მოიცავს შერჩევითი კონტროლის განხორციელების , მათ შორის , ნიმუშების შესყიდვის წესსა და პირობებს ) ამტკიცებს ან მისი აღიარების უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო . საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №713 – სსმ I, №1, 16.01.2001წ., მუხ.1 საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №377 – სსმ I, №25, 27.08.2004წ., მუხ.122 საქართველოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1918– სსმ I, №45, 01.11.2005წ., მუხ.310 საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №23 - სსმ I, №11, 04.07.2008წ., მუხ.79 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-1.md
