---
title: "მუხლი 12. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/12"
law: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
article: "12"
identifier: "659"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/12

1. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება ექვემდებარება სანებართვო რეჟიმს .

2. საქართველოში არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება დაშვებულია მისი რეგისტრაციისათვის , კლინიკამდელი და კლინიკური კვლევებისათვის , ექსპორტისათვის .

3. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვას გასცემს სააგენტო .

4. საქართველო შერჩევით აღიარებს საერთაშორისო , რეგიონული და ნაციონალური GMP- ის ( კარგი საწარმოო პრაქტიკის ) სტანდარტების ნუსხას , რომელსაც აღიარებს საქართველოს მთავრობა .

5. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

6. ამ კანონის მიზნებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებად არ ითვლება და წარმოების ნებართვას არ საჭიროებს ავტორიზებული აფთიაქი , რომელიც მაგისტრალური ან ოფიცინალური ფორმულის მიხედვით ამზადებს ფარმაცევტულ პროდუქტს , აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების აფთიაქი , რომელიც ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის სამკურნალო დაწესებულებაში გამოყენებისათვის საჭირო რაოდენობებად დაფასოებას .

7. ფარმაცევტული პროდუქტის სერიის მწარმოებელი პირი პასუხისმგებელია წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის , ხარისხისა და ეფექტიანობისათვის .

8. წარმოების ნაციონალური GMP- ის ( კარგი საწარმოო პრაქტიკის ) სტანდარტის დანერგვას რისკის მართვის პრინციპით , ეტაპობრივად უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა . საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №377 – სსმ I, №25, 27.08.2004წ., მუხ.122 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/13.md
