---
title: "მუხლი 17. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორისადმი წაყენებული მოთხოვნები — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/17"
law: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
article: "17"
identifier: "659"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორისადმი წაყენებული მოთხოვნები — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/17

1. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის რეგულირების პრინციპია ფარმაცევტული პროდუქტის შენახვისა და გაცემის პირობების უზრუნველყოფა და რეალიზებული პროდუქტის სერიის აღრიცხვის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტაციის ადეკვატური წარმოება .

2. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი ვალდებულია განახორციელოს მის მიერ რეალიზაციისათვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის სერიის აღრიცხვა .

3. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი ვალდებულია დანერგოს ფარმაცევტული პროდუქტის შესანახად თანამედროვე საშუალებები და უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის ისეთ პირობებში შენახვა და შემდგომ მისი რეალიზაცია , რომლებიც დაიცავს პროდუქტს გარემო ფაქტორების ( ტემპერატურა , ტენიანობა ) უარყოფითი გავლენებისაგან .

4. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი ვალდებულია შეინახოს ფარმაცევტული პროდუქტი შესაბამისი პროდუქტის ინსტრუქციით გათვალისწინებული სანიტარიულ - ჰიგიენური / ტექნიკური პირობების სრული დაცვით .

5. აფთიაქის ( სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის ) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ - ჰიგიენურ / ტექნიკურ პირობებს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს სამინისტრო .

6. საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია დაიშვება , თუ : ა ) ფარმაცევტული პროდუქტი განთავსდება საგანგებო წარწერით სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე იმგვარად , რომ იგი გამოყოფილი იქნება სხვა პროდუქციისაგან და შესაძლებელი იქნება ამ ფარმაცევტული პროდუქტის სხვა პროდუქციისაგან მკაფიოდ გარჩევა ; ბ ) აფთიაქს ( სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტს ) , რომელიც განთავსებულია საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში , აქვს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისთვის განცალკევებული , იზოლირებული ფართობი , ამასთანავე , ასეთ აფთიაქში ( სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებს პასუხისმგებელი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ( შემდგომში – პასუხისმგებელი პერსონალი ) , რომელსაც ეკრძალება პარალელურად სხვა პროდუქციაზე ზედამხედველობა ან / და სხვა სამუშაოს შესრულება ; გ ) ფარმაცევტული პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული შენახვის პირობების მიხედვით დაცულია გარემო ფაქტორების ( მათ შორის , მზის პირდაპირი სხივები , ტენიანობა , ტემპერატურა და ა . შ . ) არასასურველი გავლენებისაგან ; დ ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია , შენახვა და განთავსება ხორციელდება სანიტარიულ - ჰიგიენური პირობების სრული დაცვით .

7. მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი პასუხისმგებელი პერსონალის გარეშე , ხოლო მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი ხელმისაწვდომია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად , პასუხისმგებელი პერსონალის გარეშე .

8. ვადაგასული და გაუვარგისებული ფარმაცევტული პროდუქტი მის განადგურებამდე ინახება ცალკე და სხვა ფარმაცევტული პროდუქტისაგან იზოლირებულად .

9. თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი , რომ ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონეა , ფალსიფიცირებულია , წუნდებულია , გაუვარგისებულია , ვადაგასულია : ა ) რეალიზატორი ვალდებულია : ა . ა ) შეაჩეროს საეჭვო ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ; ა . ბ ) აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ; ბ ) სააგენტო ვალდებულია : ბ . ა ) გადაამოწმოს რეალიზატორისგან მიღებული ინფორმაცია ; ბ . ბ ) თუ ეჭვი არ დადასტურდა , ამის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს რეალიზატორს ; ბ . გ ) თუ დადგინდა , რომ ფარმაცევტული პროდუქტის სერია საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონეა , ფალსიფიცირებულია , წუნდებულია , გაუვარგისებულია , ვადაგასულია , უზრუნველყოს საბითუმო და საცალო რეალიზაციის ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების ზედამხედველობა . საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №377 – სსმ I, №25, 27.0 8 .2004წ., მუხ.122 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/17-1.md
