---
title: "მუხლი 20. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, საშუალებები და მათი წამლის ფორმები — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/20"
law: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
article: "20"
identifier: "659"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, საშუალებები და მათი წამლის ფორმები — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/20

1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ნარკოტიკული და მათი შემცველი საშუალებები, შხამები და შხამშემცველი საშუალებები, ცალკეული ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებები სპეციალურ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება.

2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, საშუალებები და მათი წამლის ფორმების ნუსხა შეესაბამება ამ დარგში საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს.

3. სამინისტრო საჭიროებისამებრ ავსებს არსებულ ნუსხებს ადგილობრივი ნარკოლოგიური სიტუაციის და სასამართლო-საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკის გათვალისწინებით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3092 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/21.md
