---
title: "მუხლი 21. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, საშუალებების და მათი წამლის ფორმების ლეგალური ბრუნვის კონტროლი — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/21"
law: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
article: "21"
identifier: "659"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, საშუალებების და მათი წამლის ფორმების ლეგალური ბრუნვის კონტროლი — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/21

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, საშუალებების და მათი წამლის ფორმების წარმოება და ლეგალური ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე წლიურ მოთხოვნილებას, შესაბამის კვოტებს, მათ შორის, ამ ნივთიერებების ექსპორტ-იმპორტზე, განსაზღვრავს სამინისტრო.

3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, საშუალებების და მათი წამლის ფორმების ლეგალური ბრუნვით დასაქმებული ყველა პირი დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას სამინისტროს. საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი №2560 - სსმ I, №6, 22.02.2010წ., მუხ.21 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3092 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/22.md
