---
title: "მუხლი 10. მზღვეველის უფლებები — სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/10"
law: "სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 29842"
adopted: "1997-04-18"
consolidated_as_of: "2007-06-29"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. მზღვეველის უფლებები — სამედიცინო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-01.
> Cite as: სამედიცინო დაზღვევის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2007-06-29), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/10

მზღვეველი უფლებამოსილია: ა) დაზღვევის პროგრამის შესასრულებლად აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება; ბ) ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამაში თავად განსაზღვროს სადაზღვევო შესატანების ოდენობა და მათი გადახდის პირობები; გ) შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მოცულობა; დ) შეამოწმოს დაზღვეულის შრომისა და ყოფის პირობები; ე) შეწყვიტოს სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში; ვ) აღძრას სარჩელი სასამართლოში იურიდიული ან ფიზიკური პირების მიმართ, თუ მათი ქმედებით ან უმოქმედობით დაზღვეულს მიადგა მატერიალური, ფიზიკური ან/და მორალური ზიანი, და მოითხოვოს ამასთან დაკავშირებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება; ზ) გამოიყენოს მიღებული სადაზღვევო შესატანები (პრემიები) მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/11.md
