---
title: "მუხლი 16. მზღვეველი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას — სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/16"
law: "სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 29842"
adopted: "1997-04-18"
consolidated_as_of: "2007-06-29"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. მზღვეველი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას — სამედიცინო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-01.
> Cite as: სამედიცინო დაზღვევის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2007-06-29), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/16

1. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება აქვს ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას. მზღვეველზე ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზიის გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ჯანმრთელობის დაცვის მმართველობითი ორგანოები და სამედიცინო დაწესებულებები არ შეიძლება იყვნენ იმ სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლები, რომელიც მონაწილეობს სამედიცინო დაზღვევაში.

3. მზღვეველს უმტკიცდება მინიმალური საწესდებო ფონდის ნორმატივი, რომელსაც ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზირების სხვა წესებთან ერთად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. თავი V სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მხარეთა ურთიერთობის რეგულირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/17.md
