---
title: "მუხლი 3. საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის სადაზღვევო უფლებები — სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/3"
law: "სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 29842"
adopted: "1997-04-18"
consolidated_as_of: "2007-06-29"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3. საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის სადაზღვევო უფლებები — სამედიცინო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-01.
> Cite as: სამედიცინო დაზღვევის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2007-06-29), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/3

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი გარანტირებულია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.

2. საქართველოში მყოფი და მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში, თუ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება.

4. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აირჩიოს ექიმი და სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში და შესაბამისად მიიღოს სამედიცინო მომსახურება დაზღვევის პროგრამის სრული მოცულობით, მიუხედავად მის მიერ ფაქტიურად გადახდილი თანხის ოდენობისა.

5. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აღძრას სარჩელი სამედიცინო დაწესებულების, დამზღვევის ან მზღვეველის მიმართ მათ მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. თავი II სამედიცინო დაზღვევის სისტემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/4.md
