---
title: "მუხლი 6. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება — სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/6"
law: "სამედიცინო დაზღვევის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 29842"
adopted: "1997-04-18"
consolidated_as_of: "2007-06-29"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება — სამედიცინო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-01.
> Cite as: სამედიცინო დაზღვევის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2007-06-29), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/6

1. სამედიცინო დაზღვევა ხორციელდება ხელშეკრულების ფორმით. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება იდება სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებაში სრულად აისახება: ა) მხარეთა დასახელება; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადები და მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის წესები და პირობები; გ) დაზღვეულთა რაოდენობა; დ) სადაზღვევო შესატანის ოდენობა, მისი გადახდის ვადები და წესები; ე) სადაზღვევო პროგრამის შინაარსი; ვ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ზომები.

3. ხელშეკრულება დადებულად ითვლება პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდის დღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29842-sameditsino-dazghvevis-shesakheb/7.md
