---
title: "მუხლი 11. მოსარგებლე (სარგებლობის მიმღები) — დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/11"
law: "დაზღვევის შესახებ"
article: "11"
identifier: "690"
adopted: "1997-05-02"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მოსარგებლე (სარგებლობის მიმღები) — დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაზღვევის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/11

1. მოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

2. მოსარგებლე შეიძლება დადგინდეს როგორც პირადი, ისე ქონების დაზღვევისას.

3. სავალდებულო დაზღვევისას მოსარგებლის განსაზღვრა ხდება დაზღვევის მოცემული სახეობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ხოლო ნებაყოფლობითი დაზღვევისას მოსარგებლეს ადგენს დამზღვევი.

4. დაზღვეული არის მოსარგებლე, თუ სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობით ან დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. მოსარგებლე არის დაზღვეული, თუ მოსარგებლე არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით.

6. საკუთრების დაზღვევის ხელშეკრულება მოსარგებლის სასარგებლოდ შეიძლება დაიდოს მოსარგებლის სახელის ან სახელწოდების მიუთითებლად. ასეთი ხელშეკრულების დადებისას დამზღვევს ეძლევა დაზღვევის მოწმობა (პოლისი, სერტიფიკატი და ა.შ.) წარმდგენზე; ამ შემთხვევაში სარგებლობის მიმღებია ის, ვინც წარუდგენს მზღვეველს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტს.

7. როცა დამზღვევი არ არის დაზღვეული, გარდაცვალებისას ან თავის უფლებებზე უარის თქმის შემთხვევაში ამ უკანასკნელის უფლებები გადადის დამზღვევზე, რასაც მოჰყვება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შედეგები.

8. მოსარგებლის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/12.md
