---
title: "მუხლი 19². საზედამხედველო საფასურის გადახდის წესი — დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/19-2"
law: "დაზღვევის შესახებ"
article: "19^2"
identifier: "690"
adopted: "1997-05-02"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19². საზედამხედველო საფასურის გადახდის წესი — დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაზღვევის შესახებ, მუხლი 19² (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/19-2

1. მზღვეველი ვალდებულია მიმდინარე საზედამხედველო საფასური გადაიხადოს შემდეგ ვადებში, წინა კალენდარული წლის საზედამხედველო საფასურის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) არაუგვიანეს 10 იანვრისა – 25 პროცენტი; ბ) არაუგვიანეს 10 აპრილისა – 25 პროცენტი; გ) არაუგვიანეს 10 ივლისისა – 25 პროცენტი; დ) არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა – 25 პროცენტი.

2. მიმდინარე საზედამხედველო საფასურის გადასახდელად ჩარიცხული თანხები მზღვეველს კალენდარული წლის მიხედვით გადასახდელ საზედამხედველო საფასურში ჩაეთვლება. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/19-3.md
