---
title: "მუხლი 33². იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმება — დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/33-2"
law: "დაზღვევის შესახებ"
article: "33^2"
identifier: "690"
adopted: "1997-05-02"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33². იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმება — დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაზღვევის შესახებ, მუხლი 33² (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/33-2

1. იძულებითი ადმინისტრაცია უქმდება: ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ; ბ) სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით; გ) მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

2. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სამსახურის მიერ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/33-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/33-3.md
