---
title: "მუხლი 33⁷. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმის წარმოება — დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/33-7"
law: "დაზღვევის შესახებ"
article: "33^7"
identifier: "690"
adopted: "1997-05-02"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33⁷. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმის წარმოება — დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაზღვევის შესახებ, მუხლი 33⁷ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/33-7

თუ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში მყოფი მზღვეველი იმავდროულად „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორია, მზღვეველის მიმართ იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების პროცესი წარიმართება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3929 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. თავი VII. დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/33-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/34.md
