---
title: "მუხლი 4. დაზღვევის ობიექტი — დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/4"
law: "დაზღვევის შესახებ"
article: "4"
identifier: "690"
adopted: "1997-05-02"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. დაზღვევის ობიექტი — დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაზღვევის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/4

დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის: ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან (ანუიტეტის ჩათვლით), ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასა და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა); ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასა და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა); გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა). საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/5.md
