---
title: "მუხლი 6. სავალდებულო დაზღვევის წესების დარღვევის შედეგები — დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/6"
law: "დაზღვევის შესახებ"
article: "6"
identifier: "690"
adopted: "1997-05-02"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სავალდებულო დაზღვევის წესების დარღვევის შედეგები — დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაზღვევის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/6

1. თუ პირი, რომლის მიმართაც კანონის ძალით უნდა განხორციელდეს სავალდებულო დაზღვევა, არ არის დაზღვეული, მას უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს დაზღვევის განხორციელება დამზღვევს, რომელსაც დაკისრებული აქვს მისი დაზღვევის ვალდებულება.

2. თუ დამზღვევმა არ დადო დაზღვევის ხელშეკრულება ან დადო ისეთი პირობით, რომელიც აუარესებს დაზღვეულის მდგომარეობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით, დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვალდებულია დაზღვეულს აუნაზღაუროს ზიანი იმ ოდენობით, რომელსაც დაზღვეული მიიღებდა მოცემული დაზღვევის არსებობის შემთხვევაში.

3. დამზღვევს უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის განხორციელება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29884-dazghvevis-shesakheb/7.md
