---
title: "მუხლი 10. სამომხმარებლო კოოპერაციის შიდაკოოპერაციული, საერთაშორისო კავშირები და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობა — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/10"
law: "სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 29902"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სამომხმარებლო კოოპერაციის შიდაკოოპერაციული, საერთაშორისო კავშირები და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობა — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/10

1. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები და საწარმოები საქმიანობას წარმართავენ დამოუკიდებლად, წესდებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. მართვის ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი კოოპერაციული ორგანოებისათვის.

2. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების სამეურნეო ურთიერთობანი სხვადასხვა დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან მყარდება ხელშეკრულების საფუძველზე.

3. სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირებისაგან დელეგირებული უფლებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი წარმოადგენს საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ინტერესებს საერთაშორისო კოოპერაციულ ალიანსში და ამყარებს ურთიერთობებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს კოოპერაციული მოძრაობის განვითარებას, კოოპერაციული პრინციპებისა და ფასეულობების პროპაგანდას. თავი VI სახელმწიფოსა და სამომხმარებლო კოოპერაციის ურთიერთდამოკიდებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/11.md
