---
title: "მუხლი 11. სამომხმარებლო კოოპერაციის უფლებათა გარანტიები — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/11"
law: "სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 29902"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამომხმარებლო კოოპერაციის უფლებათა გარანტიები — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/11

1. სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან მოსახლეობის სავაჭრო მომსახურების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, შესყიდვისა და გადამუშავების, სახალხო მოხმარების საქონლის წარმოების, მოსახლეობისათვის სხვადასხვა მომსახურების გაწევის, აგრეთვე წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებში.

2. სახელმწიფო ორგანოები არ ერევიან სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციების სამეურნეო-საფინანსო და სხვა საქმიანობაში, არ აკონტროლებენ მათ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ სახელმწიფო ორგანომ დაარღვია კოოპერატივის, კავშირის, საწარმოს, საზოგადოების ინტერესი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით ან სამართლებრივი აქტის მიღებით, ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების თაობაზე. თავი VII სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/12.md
