---
title: "მუხლი 12. სამომხმარებლო კოოპერატივის, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/12"
law: "სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 29902"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამომხმარებლო კოოპერატივის, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/12

1. სამომხმარებლო კოოპერატივის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. სამომხმარებლო კოოპერატივის ლიკვიდაციისას ქონება, რომელიც დარჩება შრომის ანაზღაურების, ბიუჯეტთან, ბანკებთან და სხვა კრედიტორებთან ანგარიშსწორების შემდეგ, წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ნაწილდება სამომხმარებლო კოოპერატივის წევრ–მეპაიეებს შორის.

2. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება წარმომადგენელთა კრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება ყრილობის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის და ცენტრალური კავშირის ლიკვიდაციისას ქონება, რომელიც დარჩება შრომის ანაზღაურების, ბიუჯეტთან, ბანკებთან და სხვა კრედიტორებთან ანგარიშსწორების შემდეგ, წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ნაწილდება კავშირის წევრებს შორის. თავი VIII გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/13.md
