---
title: "მუხლი 3. სამომხმარებლო კოოპერატივი – სამომხმარებლო კოოპერაციის ძირეული რგოლი — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/3"
law: "სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 29902"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სამომხმარებლო კოოპერატივი – სამომხმარებლო კოოპერაციის ძირეული რგოლი — სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/3

1. სამომხმარებლო კოოპერაციის ძირეული რგოლი არის სამომხმარებლო კოოპერატივი.

2. სამომხმარებლო კოოპერატივის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და მისი წესდებით, რომელიც განსაზღვრავს ამ კოოპერატივის საქმიანობის საგანსა და მიზანს, მასში წევრად შესვლისა და კოოპერატივიდან გამოსვლის წესს, მის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს, კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოებს და მათ უფლებამოსილებებს, კაპიტალის ოდენობას, ქონების ფორმირებისა და მოგების განაწილების წესს, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პირობებს, მონაცემებს ფილიალებისა და წარმომადგენლობების შესახებ. აღნიშნული წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. სამომხმარებლო კოოპერატივი არის იურიდიული პირი. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №886 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29902-samomkhmareblo-kooperatsiis-shesakheb/4.md
