---
title: "მუხლი 101 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/101"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "101"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 101 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/101

1. სალოცმანო ქვითარში მცდარი მონაცემების შეტანისათვის კაპიტანი იხდის ჯარიმას სალოცმანო მომსახურების საფასურის ორმაგი ოდენობით. მასვე ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ მონაცემებით გამოწვეული შედეგებისათვის.

2. სალოცმანო ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გემის დასახელება; ბ) გემის სახელმწიფოს დროშა; გ) გემთმფლობელის დასახელება, მისი მისამართი; დ) საერთო სარეგისტრო ტევადობა და წმინდა სარეგისტრო ტევადობა; ე) დეტვეიტი (ტვირთამწეობა); ვ) გემის საერთო სიგრძე, სიგანე და ბორტის სიმაღლე; ზ) გემის წყალშიგი; თ) ტვირთის დასახელება და რაოდენობა; ი) შესრულებული სამუშაო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/102.md
