---
title: "მუხლი 105 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/105"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "105"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 105 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 105 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/105

1. ამ თავის მიზნებისათვის ზღვაში ჩაძირულ ქონებად მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან ში გ ა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვ ა.

2. ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება, გამოტანა ან განადგურება ხორციელდება ამ კოდექსის ა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს ნავსადგურში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა ნავსადგურის აკვატორიაში. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/104.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/106.md
