---
title: "მუხლი 107 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/107"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "107"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 107 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/107

1. თუ ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უცნობია, სააგენტო მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, თუ ზღვაში ჩაძირული ქონება გემია, მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში სააგენტო ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად აღნიშნული გემის დროშის სახელმწიფოსათვის გადასაცემ შეტყობინებას ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან, გარემოებათა გათვალისწინებით, ასეთი შეტყობინების გადასაცემად პირდაპირ შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უკავშირდება.

3. თუ ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა, სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ქონების ამოღება ან, ამ თავით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად, განახორციელოს მისი რეალიზაცია, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − მიიღოს ზომები ქონების გასანადგურებლად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/108.md
