---
title: "მუხლი 110 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/110"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "110"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 110 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/110

სააგენტოს უფლება აქვს, სანავსადგურე ერთეულის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე აუკრძალოს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს მისი ამოღება ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ ამ საშუალებებით სამუშაოთა წარმოება ან/და მათი წარმოების ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ზღვაში ჩაძირული ქონება მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით ამოიღოს ან აღნიშნული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს სათანადო საშუალებებისა და ტექნოლოგიის გამოყენება მოსთხოვოს. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/109.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/111.md
