---
title: "მუხლი 113 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/113"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "113"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 113 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 113 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/113

1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე კარგავს უფლებას ქონებაზე, თუ მას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში არ ამოიღებს ან არ გამოითხოვს ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადისა და პირობების დაცვით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ამ კოდექსის შესაბამისად სააგენტო ან სანავსადგურე ერთეული ახორციელებს. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. თავი VIII. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/112.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/114.md
