---
title: "მუხლი 12 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/12"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "12"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/12

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ: ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად; ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ - საკარანტინო მომსახურების გაწევა, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა. შ.); გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის; დ) სპორტული ღონისძიებებისათვის; დ​ 1 ) შიდა სახმელეთო წყლებში გადასაადგილებლად; ე) სხვა მიზნებისათვის.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია.

3. ზომამცირე გემი არის 7 (შვიდ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი, რომელიც განკუთვნილია დასვენება - გართობისათვის, ბიზნეს- და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის, მიუხედავად გემის ტიპისა, წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/13.md
