---
title: "მუხლი 123 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/123"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "123"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 123 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 123 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/123

კონოსამენტის გადაცემა ხდება შემდეგი წესების დაცვით: ა) სახელობითი კონოსამენტი შეიძლება გადაეცეს სახელობითი გადასაცემი წარწერით ან სხვა რომელიმე ფორმით, რომელიც შეესაბამება სასესხო მოთხოვნის გადაცემისათვის დადგენილ წესს; ბ) საორდერო კონოსამენტი შეიძლება გადაეცეს სახელობითი ან საბლანკო გადასაცემი წარწერით; გ) კონოსამენტი წარმდგენზე გადაიცემა ჩვეულებრივად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/122.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/124.md
