---
title: "მუხლი 127 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/127"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "127"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 127 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/127

ტვირთის გამგზავნი ვალდებულია გადამზიდავს დროულად გადასცეს ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის , სანიტარიული და სხვა ადმინისტრაციული წესების , აგრეთვე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად . ტვირთის გამგზავნი პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე მისთვის აღნიშნული საბუთების დაგვიანებით გადაცემით , არასწორად ან არასრულად შედგენით გამოწვეული ზიანისათვის . საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5961 – ვებგვერდი, 12.04.2012წ . საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4923 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/128.md
