---
title: "მუხლი 144 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/144"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "144"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 144 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 144 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/144

1. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება უპირობოდ კარგავს ძალას და მხარეები არ არიან ვალდებული ერთმანეთს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი, თუ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და დატვირთვის ნავსადგურიდან გემის გასვლამდე ხელშეკრულების მხარეებისაგან დამოუკიდებლად ადგილი ექნება შემდეგ გარემოებებს: ა) გემი დაიღუპება ან მას ძალით დაიპყრობენ; ბ) გემს მიიჩნევენ ნაოსნობისათვის გამოუსადეგარად; გ) განსაზღვრული კონკრეტული ტვირთი დაიღუპება; დ) დასატვირთად ჩაბარების შემდეგ ტვირთი დაიღუპა, ხოლო გამგზავნი ვერ ასწრებს მის მაგიერ სხვა ტვირთის მიწოდებას.

2. აღნიშნულ გარემოებათა გამო ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება ძალას კარგავს გემის რეისში ყოფნის დროსაც. ამასთან, გადამზიდავს ერგება ფრახტი გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად, თავის მიერ გადარჩენილი ან ჩაბარებული ტვირთის ოდენობიდან გამომდინარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/143.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/145.md
