---
title: "მუხლი 158 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/158"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "158"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 158 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/158

გადამზიდავი პასუხს არ აგებს დანიშნულების ნავსადგურში ჩატანილი ტვირთის დანაკლისისათვის, თუ: ა) გემის სათავსოები, ლიხტერები, კონტეინერები გამართულია, ხოლო ტვირთის გამგზავნის მიერ დადებული პლომბები – დაუზიანებელი; ბ) ტარა მთელია, წესიერ მდგომარეობაშია და არ არსებობს გზაში მისი გახსნის ნაკვალევი; გ) ტვირთს აცილებს გამგზავნის ან მიმღების წარმომადგენელი და ტვირთის მიმღები ვერ დაამტკიცებს, რომ ტვირთის დანაკლისი გამოწვეულია გადამზიდავის მიზეზით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/157.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/159.md
