---
title: "მუხლი 162 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/162"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "162"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 162 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 162 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/162

კონტეინერის ან სხვა მოწყობილობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გადამზიდავი პასუხს აგებს შემდეგ ფარგლებში: ა) კონტეინერის ან სხვა დამხმარე მოწყობილობის დაკარგვისათვის-კონტეინერის ან დამხმარე მოწყობილობის ღირებულების ფარგლებში, დაკარგვის მომენტისათვის მათი ფაქტობრივი ცვეთის გათვალისწინებით; ბ) კონტეინერის ან მოწყობილობის დაზიანებისათვის – დანიშნულების ნავსადგურში მისი შეკეთების ღირებულების ოდენობით, თუ იგი გადამზიდავმა დამოუკიდებლად და/ან საკუთარი სახსრებით არ შეაკეთა მიმღებისათვის ჩაბარებამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/161.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/163.md
